ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ქართული აგროპროდუქციის გამოფენა

გაყიდვების მართვის კომპანია და კომპანია გუდვილი 14–16 დეკემბერს, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის’’ დიღმის ფილიალში ქართული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა–დეგუსტაციას აწყობენ. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ღონისძიების – ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად’’ მიზანია საქართველოს აგრარულ სფეროში მოქმედი მცირე საწარმოების პოპულარიზაცია და მომხმარებლისთვის გაცნობა. წარმოჩნდეს ისეთი საწარმოები, რომელთაც აქვთ ნატურალური პროდუქტი, მაგრამ არ არიან ცნობილი ბაზარზე, ვერ აკეთებენ ექსპორტს და მომხმარებელი არ იცნობს მათ პროდუქციას.