ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

დიპკორპუსის და მორაგბეების ამხანაგურ მატჩი

12 დეკემბერს რაგბის საწვრთნელმა ბაზა  ,,შევარდენმა“  უმასპინძლა ამხანაგურ მატჩს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საქართველოს ნაკრების წევრებს და სხვა პროფესიონალ მორაგბეებს შორის. ამ თამაშით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“