ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

9 პიესა VS ძალადობა - დაჯილდოების ცერემონია

2012 წლის 7 დეკემბერს,  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) გამოავლინა 9 პიესიდან საუკეთესო ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას. გამარჯვებული პიესა 2013 წელს დაიდგმება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.