ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ხელოვნებისა და კულტურის პროექტი იწყება

ხელოვნებისა და კულტურის პროექტი იწყება

სამხრეთ კავკასიაში ხელოვნებისა და კულტურის პროექტის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია პროექტის შესახებ ევროპულ სახლში გაიმართა.
პრესკონფერენციზე პროექტი წარადგინეს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა ბ-ნმა რუდოლფ შოხმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ქ-ნი მარინე მიზანდარმა, ორგანიზაცია-კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის წარმომადგენელმა თამარ ჯანაშიამ და სხვა წარმომადგენლებმა.
პრესკონფერეციას ესწრებოდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმოადგენლები, ხელოვნებადმცოდნეები, კრიტიკოსები, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და სხვა წარმოადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის განვითარებას და გაღრმავებას, ასევე თანამედროვე ხელოვნებაში ინოვაციური გზების განვითარების ხელშეწყობას როგორც ურბანულ, ასევე არაურბანულ რეგიონებში.