ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

9 პიესა ძალადობის წინააღმდეგ

4 დეკემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უმასპინძლა პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ცხრა ქართველი თანამედროვე დრამატურგის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი პიესების კრებული „ 9 პიესა ვს. ძალადობა“. ეს სპეციალური ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას.