30 ნოემბერს სასტუმრო ბეტსიში- გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) წარმოადგინა კვლევა ,, გენდერული ძალადობა და აივ/შიდსი: კავშირები, შესაძლებლობები და პოტენციური რეაგირების გზები“. კვლევა განახორციელა ორგანიზაციამ ,,ეი-სი-თი კვლევა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და აივ-შიდსზე გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) დაკვეთით. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა გენდერულ ძალადობასა და აივ ინფექციას შორის კავშირების შესწავლას ქართულ რეალობაში.