ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ფორუმი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

26 ნოემბერს 11:00 საათზე ქორთიარდ მარიოტში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა  და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივად გამართეს სადისკუსიო ფორუმი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის (2012-2015) განხორციელების პირველ წელს მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. ფორუმზე ძირითადი ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამთავრობო დაწესებულებების მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწეული ღონისძიებების მიმოხილვას. ფორუმს ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის და კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების წარმომადგენლები. ღონისძიება იმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.