ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

Yandex Go-მა ამოქმედა ავტომობილების დეზინფექციის პუნქტი

Yandex Go-მა ამოქმედა ავტომობილების დეზინფექციის პუნქტი

თბილისში Yandex Go-მ გახსნა დეზინფექციის პუნქტი ავტომობილებისთვის, რომლითაც სრულდება სერვისის შეკვეთები. ეს ონლაინ-სერვისის პირველი ინიციატივაა ქვეყანაში, რომელიც მძღოლებს ავტომობილების დეზინფიცირების უფასოდ ჩატარების საშუალებას აძლევს. პლატფორმასთან მიერთებულ ნებისმიერ მძღოლს, ტარიფის მიუხედავად, შეუძლია მომსახურებით უფასოდ სარგებლობა იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია. ამისთვის საკმარისია დეზინფექციისპუნქტში მანქანით მისვლა და პუნქტის თანამშრომელი შეამოწმებს ბაზაში მის არსებობას.  დეზინფექციისპუნქტი მუშაობს 10-დან 18 საათამდე სამუშაო დღეებში.

დეზინფექცია ტარდება ხარისხიანი სარეცხი საშუალებებით ორ ეტაპად და დაახლოებით ხუთ წუთს მოითხოვს. მუშავდება ავტომობილის როგორც ძარა, ასევე სალონი. დეზინფექციის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს Yandex Go სერვისი.

Yandex Go - ს პარტნიორი ტაქსოპარკის წარმომადგენელი ლევან ალუღიშვილის თქმით:

 „გვიხარია კოვიდ 19 -ის პანდემიის პირობებში Yandex Go - ს ახალი კორპორაციული პასუხისმგებლობს ინიციატივის დანერგვა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ტაქსის მძღოლებისთვის თბილისში Yandex Go - ს პირველი სადეზინფექციო პუნქტის მოწყობას გულისხმობს.

 ჩვენს პარნტიორ მძღოლებს შეუძლიათ ნიბისმიერ დროს,  სამუშაო საათების განმავლობაში მივიდნენ სადეზინფექციო პუნქტში და უფასოდ გააკეთონ ავტომობილის დეზინფექცია .

ხოლო,Yandex Go - ს პარტნიორი ტაქსოპარკის მძღოლი ალექსანდრე ჩაჩავა აღნიშნავს, რომ:
„დეზინფექციის პროცესი საკმაოდ სწრაფი, მარტივი და - რაც უფრო მნიშვნელოვანია - ჩვენთვის უფასოა. არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტის შევსება ან წინასწარ დარეკვა.

Yandex Go- სთან დაკავშირებული მძღოლი მხოლოდ დეზინფექციის წერტილში უნდა მივიდეს სადაც შემოწმდება მუშაობს თუ არა ის მომსახურების შეკვეთებთან.

ეს არ არის საქართველოში სერვისის პირველი ინიციატივა, რომელიც მიმართულია პარტნიორებისა და მათი მძღოლების მხარდაჭერაზე პანდემიის პერიოდში. ამაწლის აპრილის თვეში Yandex Go-მ აამოქმედა ფინანსური დახმარების ფონდი მძღოლებისთვის,  რომლებიც დაავადდნენ კორონა ვირუსით ან დაავადებულებთან კონტაქტის გამო აღმოჩნდნენ კარანტინში.