ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

მომავლის საქართველო  ახალი კონსტიტუციური მოდელის  ხედვას  „საქართველოს მომავლის საფუძველს” წარადგენს

მომავლის საქართველო ახალი კონსტიტუციური მოდელის ხედვას „საქართველოს მომავლის საფუძველს” წარადგენს

2019 წლის 11 დეკემბერს 20:00 საათზე,  საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის საქართველო“   წარადგენს  ხედვას ოპტიმალური კონსტიტუციურ-მმართველობითი მოდელის შესახებ. ღონისძიება ტარდება სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi–ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ლ. გუდიაშვილის N 3).

ახალი საკონსტიტუციო მოდელი პროპორციულისა და უპარტიო წარმომადგენლობითი სისტემების კომპლექსია და მოიცავს (სხვა საკითხებთან ერთად) 2 პალატიანი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბების ხედვას. ასეთი მიდგომით უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების დაბალანსება, საფუძველი ჩაეყრება სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის დემოკრატიზაციის დონის ამაღლებას ე.წ. ადვილი არჩევნების გზით.

ღონისძიებაზე მოხდება კონსტიტუციური მოდელის ხედვის დეტალური განხილვა და მოეწყობა დისკუსია. ღონისძიებას დაესწრებიან: კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკის, ბიზნესისა და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„საკანონმდებლო სისტემაში საფუძველი უნდა ჩაეყაროს ორპალატიან ორგანოს რომლითაც შესაძლებელი გახდება ხელისუფლების დაბალანსება. პოლიტიკოსის გადაწყვეტილებები პარლამენტში მეორე პალატამ უნდა დაამტკიცოს, ჩვეულებრივმა არაპარტიულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კანონების შექმნაში და მათი განხორციელების კონტროლში“ – აცხადებს „მომავლის საქართველოს“ დამფუძნებელი და ახალი კონსტიტუციური მოდელის  ხედვის ავტორი თენგიზ ტყეშელაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია:

მოძრაობა მომავლის საქართველო“  2019 წელს დაფუძნდა, მოძრაობის ქვაკუთხედს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, როგორც ქვეყნის სრულფასოვანი აქციონერი, რომელიც მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ეკონომიკური დოვლათის განაწილებაში, აქვს სრული წვდომა დამოუკიდებელ და კომპეტენტურ სასამართლოზე.

თენგიზ ტყეშელაშვილის ბიოგრაფიულ აქტივშია მოზბახის პროფესიული აკადემია, მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლის INSEAD-ს სამაგისტრო კურსი, CFA ინსტიტუტის სერტიფიკატი. პროფესიით ეკონომისტი 20 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც საფინანსო - საინვესტიციო, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში, სადაც მართავდა 1 მილიარდ აშშ დოლარის საინვესტიციო პორტფელს, SpeedInvest / ავსტრიის კერძო საინვესტიციო ჯგუფი (ავსტრია). მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში სავალუტო ბაზრების განვითარება, კომპანიების გაკოტრებისგან გადარჩენის და რეორგანიზაციის პირველი სისტემის და პრინციპების შექმნა-ჩამოყალიბება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო სპეციალური კანონმდებლობის შექმნას.