ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

სასამართლო მედიაციის თემაზე შეხვედრა გაიმართება

სასამართლო მედიაციის თემაზე შეხვედრა გაიმართება

26 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რუსთავში შეხვედრას გამართავს. რუსთაველ ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი შეხვდება. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის არის და საუბარი რუსთავში დაგეგმილ მედიაციის ცენტრის გახსნას უკავშირდება. შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან შეთანხმებით იმართება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანია ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, მნიშვნელობის გაცნობა.

სასამართლო მედიაცია დავის გადაჭრის ალტერნატიული გზაა. ის არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება. სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამდე დავის შეთანხმებით დასრულებაზე. მედიაციაზე მიღწეული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსრულებადია. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში დავის მედიაციაზე გადაცემა შესაძლებელია საქმის ნებისმიერ სტადიაზე (I, II da III ინსტანცია).

სასამართლო მედიაციით სარგებლობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მედიაციას 143 საქმე გადაეცა, მხარეთა მორიგების მაჩვენებელმა კი 70% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად მედიაცია ვალდებულებითი სამართლებრივი დავის კატეგორიაშია გამოყენებული, მეორე პოზიციაზე სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავის კატეგორიაა. 

მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.