ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

PR აკადემია - 5 წელი უწყვეტი განათლების სამსახურში

PR აკადემია - 5 წელი უწყვეტი განათლების სამსახურში

PR აკადემია დაარსებიდან 5 წლისთავს აღნიშნავს. სადღესასწაულო წვეულება გაიმართება PR აკადემიის ოფისში. PR აკადემიის გუნდმა, კურსდამთავრებულებმა და მიმდინარე სასწავლო პროგრამების მონაწილეებმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წინასწარ დაგეგმეს რამდენიმე აქტივობა, რომელთა შორის აღსანიშნავია დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებული საინტერესო აქცია #გადაიღე17, რომლის დავალება გულისხმობდა 17 რიცხვთან ასოცირებული კადრის მოძიებას ან შექმნას, გადაღებას და სოციალურ ქსელში ატვირთვას.

გამოწვევის მთავარი მიზანი იმის დემონსტირება იყო, რომ მოტივაციის პირობებში, ყველას შეუძლია, ,,გადაიღოს’’ დადებითი ემოცია, რაც აქციაში ჩართული ადამიანების მიმართვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ ამ დადებითი მუხტის შექმნისთვის, PR აკადემია 17 დეკემბერს, აქციის ყველა მონაწილეს 17%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით დაასაჩუქრებს.

წვეულებისთვის შედგენილი გასართობ-შემეცნებითი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, კონკურსებს, სპეციალურად დაბადების დღისთვის შექმნილი ვიდეოფილმის ჩვენებას. მოსულ სტუმრებს სადღესასწაულოდ მორთულ აუდიტორიებსა და ეზოში სხვადასხვა სახის სიურპრიზები ელით.

PR აკადემია ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პიროვნულ და პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების საავტორო პროგრამები და სწავლების ინოვაციური მეთოდიკა უზრუნველყოფს გარანტირებულ ხარისხს. 5 წლიანი ისტორიის განმავლობაში დატრენინგდა 1000-ზე მეტი ინდივიდუალური პირი და ათობით კომპანიის პერსონალი.