ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ქვევრის ღვინის მეოთხე  საერთაშორისო სიმპოზიუმი

ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2-3 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიაში გაიმართება.

ღონისძიების  მიზანს,   საზოგადოებისთვის  და უცხოელი სპეციალისტებითვის ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისდა მეთოდოლოგიის, ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიის და კულტურის, მრავალფეროვანი ღვინოებისა და ყურძნის ჯიშების, ქართული სამზარაულოს და კულტურის გაცნობა წარმოადგენს.

სიმპოზიუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეღვინეები. კონკურსის გამარჯვებული 3 სექტემბერს, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდება.

ქვევრის ღვინის მე-4-ე საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები მიიღებენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ. 

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის  (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ და ალავერდელს მიტროპოლიტი დავითი.