ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა შესახებ

საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა შესახებ

2017 წლის 26 ივლისს 16:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენენ ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებს, რომელიც შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 თებერვლამდე, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით.

კვლევის ანგარიშის წარდგენას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიდაესწრებიან.

ღონისძიებას გახსიანიან ვინსენტ რეი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, და შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში.