ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ნასას პროგრამების დირექტორი თბილისშია

ნასას პროგრამების დირექტორი თბილისშია

12 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდება.

ფულერის ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დისციპლინების მიმართ ინტერესის წახალისებას.

ღონისძიებაზე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე გუნდები წარმოადგენენ საკუთარ გამოგონებებს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში.

ბატონი ფულერი თბილისში ყოფნის დროს,  გამართავს შეხვედრებს ავიაციის უნივერსიტეტში, შეხვდება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს, პროფესორებს და მოაწყობს საჯარო ლექციას საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

შონ ფულერი განათლებით საინჟინრო ფიზიკოსია და 1997 წლიდან ნამუშევარი აქვს ნასას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიების გამგზავრების მომზადებაზე, მათ შორის თავად ხელმძღვანელობდა საერთაშირისო კოსმოსურ სადგურზე ექსპედიცია 1-ის გაფრენას.