ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

სტუდენტური სამუშაო იტალიურ შოურუმში

სტუდენტური სამუშაო იტალიურ შოურუმში

საერთაშორისო კორპორაცია ICR “ლაბორატორია ჩემი სახლის“ იტალიური შოურუმისთვის აცხადებს გაყიდვების ასისტენტის ვაკანსიას სტუდენტებისთვის. შერჩეული კადრი იმუშავებს კვირაში ერთ დღეს - შაბათს ან კვირას 11-დან 20 საათამდე. მას ექნება შესაძლებლობა საბაზისო ხელფასის გარდა ბონუსის სახის გამოიმუშაოს დამატებითი ანაზღაურება.

საერთაშორისო კორპორაცია ICR  25 წლიანი გამოცდილებით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანია საცალო ვაჭრობის სფეროში საქართველოში. ICR წარმოადგენს 20 საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და კვების მიმართულებით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა ორიენტირებულია თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე, მათი კარიერული წინსვლისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე და წარმატებული კარდრების შენარჩუნებაზე.

არსებული ვაკანსია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ გამოცდილება და დაიწყონ კარიერა წარმატებულ და ძლიერ კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • იტალიური ავეჯის შოურუმში მოსული მომხმარებლების კონსულტაცია
  • პროდუქციის და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება და მისი საჭიროებების გარკვევა
  • მომხმარებელთან პირდაპირი და სატელეფონო კომუნიკაცია გაყიდვების სტიმულირების მიზნით
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მართვა და ადმინისტრირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და განვითარებული უნარები
  • კომუნიკაციის განვითარებული უნარები
  • შედეგზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული
  • ენები: ინგლისური, რუსული

 გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე 30 მაისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@icr.ge  და გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.