ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ივენთ ჰოლში დავით შანიძის სოლო კონცერტი გაიმართება

ივენთ ჰოლში დავით შანიძის სოლო კონცერტი გაიმართება

6 მაისს,  20:00 საათზე, თბილის ივენთ ჰოლში დავით შანიძის სოლო კონცერტი გაიმართება.

დავით შანიძე/ დავით შანი ეთნო ჯაზის პირველი სოლო შემსრულებელია საქართველოში და იგი 6 მაისს სოლო პროექტით პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე.

კონცერტზე მოსული მსმენელი თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდება და დავით შანთან ერთად,  დიდი მოგზაურობა ელის ეთნო ჯაზის სამყაროში.

დავით შანი უნიკალური მუსიკალური მონაცემებითა და ეთნო ჯაზის შესრულების განსხვავებული მანერით გამოირჩევა. კონცერტზე გამოყენებული იქნება ეთნო ჯაზისა და არტ როკის ფართო მუსიკალური სპექტრი და ქართული ნაწარმოებების განსხვავებული, თანამედროვე ვარიანტები.

კონცერტის ოფიციალური მხარდამჭერია: ქ. თბილისისმერია. პარტნიორები: „ფრეგო“, „პრინტ სტუდიო“, „ნაბეღლავი“, ქართული საოჯახო რესტორანი „ბარბარესთან“საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „არ დაიდარდო“, ჟურნალი “OK “.