ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ქსპერტი მეგი ნიკოლსონი საქართველოს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიას აფასებს

საერთაშორისო ექსპერტმა, ადამიანის უფელებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონმა საქართველოს ადამიანის უფლებების  ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) შესრულების შეფასება წარადგინა.

ეროვნული სტრატეგია, რომელიც  საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილს მიიღო, ადამიანის უფლებების 23 თემატურ სფეროს ეხება, მათ შორის არის ისეთი მიმართულებები, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა: მართლმსაჯულების სისტემა, პენიტენციური სისტემა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა უფლებები, გენდერული თანასწორობისა და შრომითი უფლებები.

სტრატეგიის ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ, პროგრესის შესაფასებლად, მეგი ნიკოლსონი 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა განმახორციელებელ თუ დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.