ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ჰუმანური განვითარების 2016 წლის ანგარიშები

ჰუმანური განვითარების 2016 წლის ანგარიშები

2017 წლის 11 აპრილს, 10:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საკონფერენციო დარბაზში (ზანდუკელის ქ. 16) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენს ორ ფუნდამენტურ ანგარიშს, რომელიც აღწერს ჰუმანური განვითარების გამოწვევებს როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და შუა აზიის რეგიონში.

ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ წარმომადგენლობასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით.  

ჰუმანური განვითარების 2016 წლის გლობალური ანგარიშის სტატისტიკურ დანართში წარმოდგენილია ჰუმანური განვითარების უახლესი ინდექსი (HDI), რომელიც ეყრდნობა 2015 წლის მონაცემებს 188 ქვეყნისა და გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიისათვის.

საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0.769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს და ოდნავ გაუმჯობესებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით (0.754). 2000-2015 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.673-დან 0.769-მდე.  მთლიანმა ზრდამ 14.3% შეადგინა.