ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

24 ნოემბერი, 2012 წ. 3:00 სთ. მიხეილ მესხის სტადიონი –  მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს საერთაშორისო ტესტ-მატჩს საქართველოსა და ფიჯის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის. ამ თამაშით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“  “დაუშვებელია ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ. ჩვენ, საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრები მოვუწოდებთ რაგბის ყველა გულშემატკივარს და ზოგადად მამაკაცებს, რომ არასოდეს ჩაიდინონ, მოითმინონ და დაუშვან ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ“, ამბობს მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰაიგი. გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებულია საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც მატჩის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ არჩეულ მორაგბეს გადაეცემა.

ტესტ-მატჩის წინ, 23 ნოემბერს 16:00 სთ.-ზე დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე (მიხეილ მესხის სტადიონის საკონფერენციო დარბაზი) სიტყვით გამოვლენ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული  ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰაიგი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის მსოფლიო ლეგენდა ტანა უმაგა.