ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

14 მილიონიანი ინვესტიცია -„ახალი თბილისის“ პროექტ „ახალი გლდანის“ პრეზენტაცია გაიმართა.

სასტურმო ამბასადორში 14 მილიონიანი ინვესტიციის - სამშენბელო კომპანია „ახალი თბილისის“ პროექტ „ახალი გლდანის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მშენებლობის და სივრცული დაგეგმის დეპარტამენტის ხელმძვანელმა ნინო გვენცაძე გახსნეს.

ინვესტორი თბილისში დაბადებული, სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე იური სარქისიანია, რომელსაც ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვაში.

„ახალი თბილისი“- ამ ბრენდით შემოვიდა ინვესტორი ქართულ სამშენებლო სექტორში.  „ახალი გლდანი“- ეს არის კომპლექსური განაშენიანება უნიკალური ინფრასტრუქტურით, რომლის  საერთო მოცულობა 53 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.  ინვესტორმა ამჟამად ადგილობრივი 150  ადამიანი დაასაქმა.