ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

მედიაციის განვითარება საქართველოში - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში გაიხსნა მედიაციის დღეები - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარება საქართველოში და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა.

კონფერენციას ესწრებიან მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ექვსი ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები და სამართლის სფეროს პროფესიონალები, საქართველოს მთავრობის. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.