ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს ერთობლივი პროგრამა ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება. გლობალური კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე აღინიშნება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს რაგბის კავშირთან და კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან ერთად გთავაზობთ 16 დღიანი კამპანიისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას. 

23 ნოემბერი, 16:00  - რაგბიში საქართველო - ფიჯის საერთაშორისო ტესტ-მატჩისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, მ.მესხის სტადიონის საკონფერენციო დარბაზი

24 ნოემბერი, 15:00 -  საქართველო - ფიჯის საერთაშორისო ტესტ-მატჩი რაგბიში, მ.მესხის სტადიონი

26 ნოემბერი, 11:00 -  ,, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის (2012-2015) განხორციელებისადმი მიძღვნილი ფორუმი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი.

30 ნოემბერი, 11:00 - კვლევის პრეზენტაცია - „გენდერული ძალადობა და აივ/შიდსი: კავშირები, შესაძლებლობები, პოტენციური რეაგირების გზები“, სასტუმრო ბეტსი (მაყაშვილის ქ 32/34)

4 დეკემბერი, 12:00, მარჯანიშვილის თეატრი - პრეს კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია ,, 9 პიესა VS ძალადობა“

4-5-6-7 დეკემბერი, მარჯანიშვილის თეატრი – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი პიესების საჯარო კითხვა

12 დეკემბერი, 11:00,  მაღალი რანგის შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში სასტუმრო თბილისი მარიოტი

11 დეკემბერი, საწვრთნელი ბაზა ,,შევარდენი“, საკონფერენციო დარბაზი - პრეს-კონფერენცია

11 დეკემბერი, საწვრთნელი ბაზა ,,შევარდენი“ - საქართველოს რაგბის ნაკრებისა და დიპლომატიური კორპუსის ამხანაგური თამაში რაგბში