ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

საქს ინვესტმნეტმა საქართველოში პირველი ოფისი გახსნა

საქს ინვესტმნეტმა საქართველოში პირველი ოფისი გახსნა

თბილისში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია საქს ინვესტმენტის პრეზენტაცია და პირველი ოფისის საზეიმო გახსნა გაიმართა. საქს ინვესტმნეტი საერთაშორისოკორპორაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს.

ორგანიზაცია შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს დაიწყონ, ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კომპანია ასევე ეხმარება კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტ უნაიანი ბაზარზე თავის სექტორში. საქს ინვესტის მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსურ განათლებას და ფინანსური ბაზრების განვითარებას ქვეყანაში.

გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელმა ამირან აზალაძე განაცხადა: “კომპანია ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის.“

საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება; ფინანსური კონსულტაცია; საინვესტიციო მომსახურება; საბროკერო მომსახურება; ტექნიკური და პროგრამული მომსახურება. საქს ინვესტმენტი თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას.

კომპანიის შესახებ: საქს ინვესტმენტი დაფუძნებულია 7 წლიან გამოცდილებაზე და მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე. კომპანია ფლობს აქტივებს, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვლეს ბანკში.  გასათვალისწინებელია, რომ კომპანია არ არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რაც ხელს უწყობს მოზიდული კაპიტალის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას.