ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ოჯახური დასვენება - დაგეგმე ზაფხულის გატარება ეგვიპტეში

ოჯახური დასვენება - დაგეგმე ზაფხულის გატარება ეგვიპტეში

რთული სამუშაო წლის შემდეგ, განურჩევლად ყველა, ზაფხულის იმ ცხელ დღეებს ველოდებით,  ყველაფრისგან შორს, მშვიდად განტვირთვას რომ დავუთმობთ.

დავინტერესდით, საქართველოში რომელ კურორტებზეა შესაძლებელი ოჯახური დასვენების სერვისებით სარგებლობა. საკითხის შესწავლილას,  ტურისტულმა სააგენტოებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა გვირჩიეს და ეგვიპტის კურორტები შემოგვთავაზეს.

ეგვიპტის კურორტები მრავალფეროვანი სერვისებით გამოირჩევა და მათ შორის ერთ-ერთი პოპულარული საოჯახო დასვენებებია.

ტაბა, ეგვიპტის აღმოსავლეთით, ერთ-ერთი საკურორტო ქალაქია, რომელიც ოჯახური დასვენებებისთვის საუკეთესო ადგილად ითვლება. „ხუთვარსკვლავიანების“ სახელწოდებით ცნობილი სასტუმროების კომპლექსები ოჯახებს საუკეთესო სერვისს სთავაზობს.

სასტუმროებს საკუთარი ტერიტორია და სანაპიროები, ყველა საჭირო ინვენტარით აქვთ კეთილმოწყობილი. დამსვენებელს, სასტუმროდან გაუსვლელად, შეუძლია ყველა ინტერესის დაკმაყოფილება.

თქვენც და თქვენი მეუღლეც მარტივად გადაანაწილებთ დროს, თქვენი სურვილების შესაბამასად: შეგიძლიათ საშოპინგოდ წახვიდეთ, აზარტული თამაშების ოთახს ესტუმროთ, ყვინთაობით და ეგზოტიკური სანახაობით დატკბეთ, წყლის აერობიკის საათებით ისიამოვნოთ,  ექსკურსიაზე იქვე ახლოს ფარაონების კუნძულებზე გაისეირნოთ, გასართობ პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა ან უბარლოდ მზეს მიეფიცხოთ და გაირუჯოთ.

ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, პროფესიონალ ანიმატორთა გუნდი თქვენს პატარას დაუვიწყარ დროს გაატარებინებს.

მოგზაურობის შემდეგ კი ოჯახის ყველა წევრს გექნებათ გასაზიარებლად დაგროვილი დაუვიწყარი მოგონებები.

ასე, რომ თუ კი ნანატრი დღეების გატაარება ისე გსურთ, რომ მამაც, დედაც და შვილიც კმაყოფილი დარჩეს, საუკეთესო ვარიანტი უკვე გაქვთ.

თუმცა, ჩვენზე მეტად პროფესიონალ და გამოცდილ ტურისტული კომპანების შემოთავაზებებს ენდეთ.

„ადამიანი წელიწადში ერთხელ, რომ გამოყოფს დროს დასვენებისთვის, ნამდვილად საუკეთესო დასვენებას იმსახურებს. ამიტომ ჩვენთან მოსულ კლიენტს დეტალურად ვეკითხებით რა ტიპის დასვენება ურჩევნია, რა ინტერესები და მოთხოვნები აქვს და ამის მიხედვით ვადგენთ მიმართულებას და ვთავაზობთ შესაბამის კურორტებს. საოჯახო დასვენებას რაც შეეხება, ამისთვის ეგვიპტის კურორტები იდეალურია. ყველას, მამას, დედას და შვილს, მათი  ინეტერესის შესაბამისად, სასტუმროები განსხვავებულ სერვისებს და მომსახრებას სთავაზობენ.“ - აცხადებენ ტუროპერატორ „ინტერკო თრეველში“