ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

 სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის - მედია ტური

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის - მედია ტური

ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მედია ტურს უმასპინძლა, მედია ტურის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგნლები გაეცნენ სკოლის საქმიანობას, მთავარ დანიშნულებას და მიმდინარე პროცესებს. სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას სკოლის მიღწევები გაუზიარეს და ის შედეგები წარუდგინეს, რომელსაც სკოლამ ბოლო წლებში მიაღწია.
პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა სკოლის ახალ, ინოვაციურ პროგრამებზე. ამ ეტაპისთვის სკოლა ორი ძირითდი მიმართულებით მუშაობს: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება.
ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ სწავლების პროცესს, გასაუბრებოდნენ სემინარის მონაწილე საჯარო მოხელეებს და მათგან მოესმინათ შეფასება.

ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები შეხვდნენ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლუსმანაშვილს, რომლებთან ერთადაც მსგავსი დაწესებულებების მნიშვნელობა და საჭიროება განიხილეს.

მედია ტურის ფარგლებში მონაწილე ჟურნალისტებმა იმერეთის ღირშესანიშნავობების მონახულებაც მოახერხეს.