ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

თბილისიდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოა

თბილისიდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოა

საქართველოში ავიაკომპანია "ეარ კაიროს" გენერალური სავაჭრო წამრმომადგენლის ტურ ოპერატორ „ინტერკო თრეველი“-ს განცხადებით, საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ტურისტული ნაკადი თბილისიდან ეგვიპტურ საზღვაო კურორტებზე ისევ აქტიურია.

„უკვე ერთი წელია თბილისიდან შარმ ელ შეიხში, ხოლო რამდენიმე თვეა თბილისიდან ჰურგადაში პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია „Air Cairo“ სტაბილური და უსაფრთხო ბოინგებით ახორციელებს, რომლებიც რეგულარულ შემოწმებას გადის და ფლობს საერთაშორისო რეგულაციებით დადგენილ ყველა ტიპის ლიცენზიას და ნებართვას. დღეისათვის, "ეარ კაირო" ყოველკვირეულად ახორციელებს დაახლოებით 110 ფრენას სხვადასხვა ადგილობრივი და  საერთაშორისო მიმართულებით.“ – აცხადებენ "ინტერკო თრეველში" და ამბობენ, რომ მიუხედავად რუსული თვითმფრინავის სამწუხარო კატასტროფისა, სპეციალისტების აზრით მოთხოვნის ორკვირიანი შემცირება ყოველთვის ფიქსირდება მსხვილი კატასტროფების შემდეგ, მალე კი ისევ ზრდას იწყებს. ამ მოვლენას სპეციალისტები „შოკურ შემცირებას“ უწოდებენ. 

„სამწუხარო ფაქტმა ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც იქონია ეგვიპტის კურორტების შარმ ელ შეიხისა და ჰურგადის მიმართულებით მოგზაურობის მოთხოვნაზე გავლენა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ზამთრის მოახლოებასთან ერთად აღნიშნული მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე ტურისტების მოთხოვნა იზრდება და კომპანია ვარაუდობს შესაბამის ზრდას.

ქართულ-ეგვიპტური ურთიეთობებისათვის და ეკონომიკის გაძლიერებისათვის ძალიან მნიშველოვანია ორმხრივი რეგულარული ფრენების არსებობა, რაც ხელს უწყობს როგორც ტურისტების გადადგილებასა და ბიზნესის განვითარებას, ასევე საქართველოსა და ეგვიპტეს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

ავიაკომპანიებს ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით არანაირი მითითება და რეგულირების ახალი ნორმა არ მიუღიათ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რაც ადასტურებს ეგვიპტის მიმართულებით ფრენებისა და ტურისტების გადაადგილების უსაფრთხო და სტაბილურ გადაადგილებას,“ –აცხადებენ კომპანიაში.

მათი ინფორმაციით, ეგვიპტური მხარის ცნობით სახელმწიფო სტრუქტურებმა მრავალმხრივ გააძლიერეს შარმ ელ შეიხისა და ჰურგადის საერთაშორისო აეროპორტების უსაფრთხოება და მიიღეს დამატებითი ზომები, რაც შეესაბამება საერთაშორისო საავიაციო და უსაფრთხოების ექსპერტების რეკომენდაციებსა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO-ს სტანდარტებს (International Civil Aviation Organization).