ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

სიახლე ქართულ ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში - სამეცნიერო კონფერენცია

17 ოქტომბერს საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის ორგანიზებით სასტურმო „ჰოლიდეი ინ“-ის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა - კონფერენცია „უსაფრთხო ანესთეზიის საკითხები”  გაიმართა.

შეხვედრის მიზანია იყო ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის დაინტერესებული ჯგუფებისათვის გაცნობა, ასევე დარგში მიმდინარე სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენციისა და დისკუსიის გამართვა.

საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის შექმნის მთავრი არსი და მიზანი არის: ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დარგში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება; ანესთეზია-რეანიმაციაში არსებული თანამედროვე და ახალი ტენდენციების განხილვა - დანერგვა; კოლეგებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა, შრომის  ჯანმრთელობისა სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან ურთიერთობის ოპტიმიზება, თანამედროვე გაიდლაინების შექმნა; ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების უფლებების დაცვა. ღონისძიებას სფეროში მომუშავე სპეციალისტები დაესწრებიან.