ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ინდოეთში ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

ინდოეთში ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

2016 წლის 18–19 იანვარს, ინდოეთში, ქ.მუმბაში, სასტუმრო “Jw Marriott”-ში გაიმართება, ქართული პროდუქციის გამოფენა, სადაც ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შანსი გახდნენ ისეთი დიდი სავაჭრო სივრცის წევრები, როგორიც ინდოეთის ბაზარია და მიიღონ ლიცენზია.

ინდოეთის ბაზარი ერთ–ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელია, სადაც ოპერირებენ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები მაგ: SPAR, WAL-MART, IKEA, COCA-COLA, AUCHAN, RADISSON და ა.შ.   დღეს ინდოეთი სწრაფად ქმნის მსოფლიო დონის კომპანიებს, ისეთ ტექნოლოგიურ დარგებში, როგორც IT-მომსახურება და ფარმაციაა. ინდოეთის საცალო ვაჭრობის ბაზარი 470 მლიარდ დოლარად არის შეფასებული წელიწადში. სავაჭრო კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ ქვეყანაში ინვესტიციები 50%–დან 100%–მდე გაზარდა.

ინდოეთის ეკონომიკა იმდენად სტაბილურად და საინტერესოდ ვითარდება, რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი ცდილობს მოხვდეს ამ გამოფენაზე.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „პერიტუს გრუპი“  ნინა პერტენავა 577 14 14 44