ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

„ჩვენ მზად ვართ - კატასტროფის რისკის შემცირება

ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში, ქალაქ ბათუმის N15 საბავშვო, ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" გაიმართა. ღონისძიებაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა მიწისძვრის სიმულაციური თამაში. სიმულაციას სადემონსტრაციო ხასიათი ქონდა და მასში სკოლამდელ განათლებაში ჩართულმა და გადაწყვეტილების მიმღებმა 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, პროექტის მედია კლუბის წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაოებში. სიმულაციის შემდეგ დამსწრე სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება აჭარის რეგიონისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო და შეგვეჯამებინა პროექტის შედეგები, ჩართულ მხარეებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. ვფიქრობთ მთავარი მიზანი -უსაფრთხოების კულტურის დანერგვა საბავშვო ბაღებში უკვე მიღწეულია" - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ჯულიხაძემ
ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" განხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).