ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

საგანმანათლებლო ანიმაცია - არბაითერ სამარიტერ ბუნდი

ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO)ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია არბაითერ- სამარიტერ- ბუნდის ორგანიზებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მიწისძვრის თემაზე საგანმანათლებლო-გასართობიანიმაცია მომზადდა. შემეცნებითი ტიპის ანიმაციის მთავარი მიზანია ბავშვებს 3 წლის ასაკიდან, მათთვის მარტივად აღსაქმელი ელემენტების გამოყენებით ასწავლოს დადაამახსოვროს, თუ როგორ მოიქცნენ სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების დროს, რათა მინიმალურ დონემდე იყოს დაყვანილი რისკის ფაქტორი კატასტროფების დროს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტის შეთავაზება პედაგოგებისა დაბავშვებისთვის. ახალი ანიმაციით, სახალისო მობილური თამაშებით, რომელიც ასევე მალეშეემატება ჩვენს ნამუშევრებს, ვცდილობთ მარტივად ავუხსნათ სკოლამდელი ასაკისბავშვებს ის აუცილებელი წესები, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ბავშვებმა და მოზარდებმა მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი მოვლენის დროს. ანიმაციური ფილმი მოკლეფორმატისაა და იგი არამარტო სახალისო, არამედ საგანმანათლებლო ხასიათისაცაა. გვჯერა პატარები მალე შეიყვარებენ ჩვენს მთავარ გმირებს და ბევრს ისწავლიან მათთან ერთად." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ჯულუხაძემ.

ანიმაციური ფილმების პირველი ნაწილი „მიწისძვრა“, პროექტის ,,ჩვენ მზად ვართ!კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში მომზადდა.იგი არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-საქართველოს ნოვატორული მიდგომაა: მობილური თამაშებითა და სახალისო ანიმაციით მიაწოდოს ინფორმაცია კატასტროფების რისკებისშემცირების თაობაზე, როგორც პედაგოგებს ისე ბავშვებს, ხოლო პედაგოგებმა გამოიყენონ მასალა სწავლების დროს. სექტემბრის ბოლოდან ახალი ანიმაცია "მიწისძვრა" ფართოდმიეწოდება პროექტში ჩართულ საბავშვო ბაღებს. ოქტომბრის თვეში კი სრულიად ახალი სტილის, 3 D ფორმატის ანიმაციის პრეზენტაცია იგეგმება, სადაც უკვე 4 სხვადასხვაბუნებრივი კატასტროფა იქნება გაერთიანებული და იგი განკუთვნილი იქნება ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონთათვის.

პროექტი „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფისრისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლისმიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა დაინფორმირებულობა. პროგრამას ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქოდაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს გერმანულისაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).