ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

მასტერკლასი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის

მასტერკლასი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის

2015 წლის 6 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება „ბერნეისის პიარ კოლეჯი“-ს მიერ ორგანიზებული მასტერკლასი - „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად“.

მასტერკლასის მიზანია  ბიზნეს-ორგანიზაციებში ხელი შეუწყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის შემუშავების პროცესს.  

ბოლოდროინდელი გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ ქართული ბიზნეს-ორგანიზაციების მხოლოდ 28%-ს აქვს  საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმა. ეს მაჩვენებლი კი  ევროპისა და ა.შ.შ-ს ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

პრაქტიკული მასტერკლასი ბიზნეს-ორგანიზაციების საჭიროებაზეა მორგებული, მარტივი და თანამედროვე სწავლების მეთოდები ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს დროის მოკლე მონაკვეთში შეძლონ ორგანიზაციის პიარ-საკომუნიკაციო გეგმის შედგენა.

მასტერკლასს „ბერნეისის პიარ კოლეჯი“-ს ტრენერი ელდარ პირმისაშვილი წარუძღვება, რომელსაც ბიზნეს-ორგანიზაციებთან მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, 50-მდე საკომუნიკაციო გეგმა აქვს შედგენილი და ავტორია წიგნის - „10 ნაბიჯი პიარ გემის შესადგენად“.

მასტერკლასის მონაწილეებს, პიარ- საკომუნიკაციო გეგმის ეფექტურად მოსამზადებლად, გადაეცემათ გეგმის შედგენის ელექტრონული გზამკვლევი.