ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმოს ოფიციალური გახსნა

ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმოს ოფიციალური გახსნა

2015 წლის 12 მაისს 12:00 საათზე ბოლნისის რაიონ სოფელ აკაურთაში გაიმართება საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმოს“ABD Georgia”-ს ოფიციალური გახსნა. საწარმოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და “ABD Georgia”-ს  გენერალური დირექტორი ევგენია ხოხლოვა გახსნიან.

“ABD Georgia” გახლავთ საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში მეღორეობის უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების/სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, ქალაქ ბოლნისის მახლობლად სოფელ აკაურთაში. “ABD Georgia” ასევე შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში კომბინირებული საკვების წარმოებისა და ღორების მოშენების ლიდერია. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შ დოლარს, ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 250 –მდე ადამიანი.

„ABD Georgia“  სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით არის  წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. „ABD Georgia“  30- მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა  და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია, ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ, საკუთარ ფერმაში  მოწეული ღორის ხორცისგან.   ამ ეტაპზე, "ABD Georgia” -ს 20 000 ღორზე მეტი ყავს.