ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ქართული ენის მერვე რესპუბლიკური ოლიმპიადა

18 აპრილს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენის მერვე რესპუბლიკური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა გაიმართა. წლევანდელი რეპუბლიკური ოლიმპიადა მონაწილე ბავშვთა რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა 4000-მდე მოსწავლემ მიიღო. რეკორდული იყო ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობაც. კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები. კონკურსი დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: კალიგრაფია, მხატვრული კითხვა, გრამატიკა, კომპოზიცია, ლექსი. ოლიმპიადის მეორე ეტაპზე 262 მოსწავლე გადავიდა. საბოლოო გამარჯვებულები კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ უკვე 18 აპრილს გამოავლინა.