ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ძეხვეულის ბრენდმა Delicia - ჰიპერმარკეტ „კარფურში“ გამართულ ძეხვის ფესტივალში მიიღო  მონაწილეობა

ძეხვეულის ბრენდმა Delicia - ჰიპერმარკეტ „კარფურში“ გამართულ ძეხვის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

2014 წლის 4-დან 18 თებერვლამდე, თბილისი მოლის ჰიპერმარკეტ  „კარფურში“  გამართულ ძეხვის ფესტივალში, საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესმა მწარმოებელმა „ABD Georgia“-ს ძეხვეულის ბრენდმა - „Delicia“  მიიღო მონაწილეობა.

ძეხვის ფესტივალზე „ABD Georgia“  სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მიზანი ჰიპერმარკეტის მომხმარებლისთვის „Delicia“-ს პროდუქციის გაცნობა და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. გარდა ამისა მათ, სპეციალურ საგამოფენო სივრცეში, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული წარმოების, უგემრიელესი პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური ფასდაკლება გავრცელდა Delicia-ს  სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტზე: „რძიანი“  და „ვენური“ სოსისები, „ბოლნისური“ სარდელები, ძეხვი „მონადირული“, ძეხვი „კრაკოვული“ და „საოჯახო“, ასევე ვიჩინა და სხვა. პროდუქტებს შორის, ყველაზე პოპულარული დელიკატესი სოსისი „საოჯახო“ აღოჩნდა, რომელმაც მომხმარებლების უპირობო მოწონება დაიმსახურა.

„ ABD Georgia ძეხვეულს მხოლოდ მაღალი ხარისხის, ნატურალური, 100%-ით ღორის ხორცისგან ამზადებს. ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება  და თანამედროვე სტანდარტების საწარმო გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ „Delicia“–ს  ხარისხიანი პროდუქცია და ამით ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ მომავალზე“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი, ევგენია ხოხლოვა.

„ABD Georgia“  2013 წელს დაფუძნდა. ამჟამად, კავკასიაში  მეღორეობის  ყველაზე თანამედროვე კომპლექს ფლობს და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელია.

„ABD Georgia“  30- მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა  და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია ,  ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ, საკუთარ ფერმაში  მოწეული ღორის ხორცისგან.   ამ ეტაპზე, "ABD Georgia” -ს 20 000 ღორზე მეტი ყავს,  რომლის მოშენება   საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა მხარეში, ბოლნისის რაიონში, სოფელ აკაურთაში წარმოებს.