ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

საქართველო უმასპინძლებს ლატვიის დღეებს

საქართველო უმასპინძლებს ლატვიის დღეებს

2014 წლის 24 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე, საქართველო უმასპინძლებს ლატვიის დღეებს სახელწოდებით „აღმოაჩინე ლატვია“. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ოფიციალური დელეგაციით ეწვევა ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში და ლატვიელი მეწარმეების ჯგუფი. ლატვიის დღეების გამართვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ლატვია-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ბიზნეს-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ-საგანმანათლებლო დარგში.

„აღმოაჩინე ლატვიას“ ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

24 ნოემბერი:  17:00 საათი, რესტორანი „ოტიუმი“ (მის: კუს ტბის ასახვევი ) ლატვიელი შეფ-მზარეულების მასტერკლასი (რაიმონდს ზომერსი; ედგარს ბალოდისი)

25 ნოემბერი: 21:30 საათი, “იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიული მუზეუმი „ქარვასლა”  (მის. სიონის ქუჩა N 8). ლატვიური მოდის ჩვენება;  (დიტა დანოსა, ლატვიის მოდის პალატის ხელმღვანელი )

26 ნოემბერი: ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის, ოფიციალური პირებისა და ლატვიელი მეწარმეების ვიზიტი.

26 ნოემბერი 9:30 საათი, „ექსპო ჯორჯია“ (მის. წერეთლის N 118 ). ლატვიურ–ქართული ბიზნეს ფორუმი. ორგანიზატორები: საქართველოს  სავაჭრო სამრეწველო  პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტო.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორის, პროფესორ ალექსეი ნაუმოვსის ტილოების გამოფენა.

27 ნოემბერი: 08:30 საათი, „თბილისი მარიოტი“ (რუსთაველის გამზირი N 13). ლატვიურ–ქართული განათლებისა და მეცნიერების  მრგვალი მაგიდა.

ლატვიის პრეზიდენტისა და მეწარმეების ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქ. ბათუმში.

ლატვიის დღეები „აღმოაჩინე ლატვია“ იმართება: ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტოს, ლატვიის რესპუბლიკის საელჩოსა და ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდის ეგიდით.

 საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი 558 44 55 66