ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

თბილისში ახალი take away ბრენდი "Coffee Corner"-ი გაიხსნა

2014 წლის 17 ნოემბერს, თბილისში, ყაზბეგის N10-ში take away ბრენდი „Coffee Corner“-ი გაიხსნა. ბრენდის მთავარი ღირებულებებია: სისწრაფე, მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა. Coffee Corner-ი მომხმარებელს სთავაზობს: 16 სახეობის იტალიურ ყავას, ცხელ შოკოლადს, ლაღიძის წყლებს, უმაღლესი ხარისხის, მუდმივად განახლებად საკონდიტრო ნაწარმს და მრავალ სხვას. Coffee Corner-ში მომხმარებელს მოემსახურება წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული პერსონალი. Coffee Corner-ი მომავალში ქსელის გაფართოებასა და პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდას გეგმავს.