ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

თბილისში Cafe De L'ukraine გაიხსნა

ქ. თბლისი, 2014 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე ი.აბაშიძის N 10 –ში უკრაინული კაფე Cafe De L'ukraine გაიხსნა.

Cafe De L'ukraine – უკრაინელი ბიზნესმენების ძალისხმევით შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანია უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია და საქართველოში უკრაინული გარემოს შექმნა, სადაც გარდა სამზარეულოსი უკრაინული მეგობრული გარემოა შექმნილი.

Cafe De L'ukraine ურაინული სამზარეულოს მოყვარულებს კერძების ფართო ასორტიმენტს და მომსახურების მაღალ დონეს შესთავაზებს ქართველ გურმანებს, უკრაინელი შეფ–მზარეულები ევგენი განდრაბურა და პაველ პავიჩენკო უნიკალურ და გემრიელ სამზარეულოსთან ერთად ხელმისაწვდომ ფასებს პირდება ქართველ მომხმარებლებს.

Cafe De L'ukraine ხელმძღვანელის მირონ მაკაროვის თქმით "Cafe De L'ukraine ქართულ–უკრაინული მეგობრობის გამომხატველი უნიკალური ადგილია სადაც უკრაინის აღმოჩენა და სიყვარულია შესაძლებელი მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა უკრაინული კულტურა და ტრადიციები, რომელიც მის სამზარეულოშია ასახული ქართველებს გავუზიაროთ"

ღონისძიებაზე უკრაუნული კერძების დეგუსტაცია გაიმართა, ხოლო უკრაინულმა მუსიკამ ღონისძიება დაუვიწყარი გახადა.

დამატებითი ინფორმაცია:

Cafe De L'ukraine – ი.აბაშიძის N 10 მდებარე უკრაინული კაფეა, რომელიც შემდეგი კერძებით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე: პელმენები, ბორში, კოტლეტი კიევურად, ვარენიკები, დრანიკები, ბლინები და უგემრიელესი დესერტები. უკრაინული კაფის დამფუძნებლები არიან: მირონ მაკაროვი და ვალერია ჩიგრინსკაია.