ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

საქველმოქმედო იოგა-მარათონი

იოგას ცენტრ „ანანდა“-ს ორგანიზებით შაბათს, სპორტკომპლექს „არენაში“პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართა.

ახალი ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს დარეალურად დაანახოს საზოგადობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რა როლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას.

მარათონი კავშირ „ია“-ს ბენეფიციარებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებმა გახსნეს, რომლებმაც თანატოლებთან და პედაგოგებთან ერთად ივარჯიშეს.

ღონისძიების  დანარჩენმა მონაწილეებმა კი იოგის მასწავლებელთან ერთად 108 მზის მისალმება შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული მარათონელები, რომლებმაც 9 რაუნდიანი მარათონის განმავლობაში შეძლეს ვარჯიში  პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„საქვემოქმედო ღონისძიების მთავარი მიზანია დაანახოს საზოგადოებას, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების ინტეგრაცია საზოგადოებაში და თანატოლებთან თანაცხოვრება. ანანდას ცენტრში ინდოელი მასწავლებლები ასეთ ბავშვებს სხვა პატარებთან ერთად ყოველ კვირას ავარჯიშებენ და სახალისო თამაშებით ცდილობენ მიაჩვიონბავშვებისაკუთარი სხეულის მართვას და რაც მთავარია ერთმანეთზე ზრუნვას.“- განაცხადა ანანდა ცენტრის ხელმძღვანელმა ედიტა დანილიანმა.

მარათონის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის პატარებისთვის თანხაც შეგროვდა, რომელიც კავშირ „ია“-ს ანგარიშზე გადაირიცხა.

„ასეთი ტიპის ღონისძიება პირველად ჩატარდა თბილისში და პირველი მცდელობა იყო იოგის მეშვეობით ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ყველა შესაძლებლობის მქონე პატარა. მნიშვნელოვანია არ ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები მოერგონ ჩვენს საზოგადოებას, არამედ ჩვენ მოვერგოთ მათ სამყაროს და ვეცადოთ გავხდეთ მათი ნაწილი, სწორედ ეს მოგვცემს საშუალებას ვაკეთოთ უფრო მეტი და მეტი ქველმოქმედება! - განაცხადა მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაიკო ჩიტაშვილმა.

იოგა ანანდას მიერ დაგეგმილი მომდევნო იოგა მარათონი უკვე შემოდგომაზე გაიმართება და მისი მიზანი კვლავ ქველმოქმედება იქნება.