ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

„პერიტუს გრუპმა“ წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა

„პერიტუს გრუპმა“ წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა

2014 წლის 31 მაისს “პერიტუს გრუპის” წარმომადგენლობა ოფიციალურად ქ. ბათუმში გაიხსნა. თანამშრომლობის მემორანდუმი “პერიტუს გრუპსა” და “TCC Group-ს” შორის გაფორმდა, თანამშრომლობა ერთობლივი პროექტებისა და ახალი ინიციატივების განხორციელებას გულისხმობს ქ. ბათუმში.

„პერიტუს გრუპის“ მიზანია, რომ კომპანიის მომსახურებების არეალი გააფართოვოს და მათი მომსახურება თბილისის ფარგლებს გარეთაც იყოს შესაძლებელი. სპეციალურად ამ დღისათვის “პერიტუს გრუპის” დირექტორის ელდარ პირმისაშვილის მასტერ–კლასი “10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად” ქ. ბათუმში ჩატარდა.

ღონისძიებას ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლები დაესწრნენ.

“პერიტუს გრუპი" სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. "პერიტუს გრუპი" მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს. სააგენტოს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის-www.peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს. 

“პეიტუს გრუპი” ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. სპეციალისტები დაინტერესებულ ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს უმზადებენ და კონსულტაციებს უწევენ.