ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ლივ ჰოსპიტალის კონფერენცია

4 მაისს ქ.თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში თურქული ლივ ჰოსპიტალის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: "რობოტების ერა ონკო-უროლოგიაში და თანამედროვე მიდგომები ნეიროქირურგიაში" გაიმართა. 

სამედიცინო კონფერენციის მიზანი ქართველი ექიმებისათვის  ლივ ჰოსპიტალის უახლესი და უნიკალური ტექნოლოგიები გაცნობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.

სპეციალურად კონფერენციის დღისათვის თბილისს ეწვია ლივ ჰოსპიტალის ორი პროფესორი: ნეიროქირურგი პროფესორი ჰაკან ორუკაპტანი და ონკო-უროლოგი პროფესორი ჰალუკ აკპინარი.