ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ლიდერთა სკოლის პროგრამა

ოთხმოცდათოთხმეტმა საკრებულოს წევრმა ქალმა დაასრულა ლიდერთა სკოლის პროგრამა, რომელიც შეიქმნა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო  ცერემონია 21 მაისს „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალური დირექტორის მოადგილემ - ელსა ჰასტადიმ.