ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ტენტორიუმის ახალი  სერვის-ცენტრი ბათუმში

ტენტორიუმის ახალი სერვის-ცენტრი ბათუმში

2014  წლის 8 მაისს ფუტკრის პროდუქტების მსოფლიო ბრენდ "ტენტორიუმის" სერვის ცენტრი ქალაქ ბათუმში (ვაჟა-ფშაველას N 6–ში) გაიხსნება. ბათუმში ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღის მანძილზე  დაგეგმილია ღონისძიებები.  ბათუმის მთელ ტერიტორიაზე 8 მაისს დილიდან ღია ავტობუსით  საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

საღამოს 20:00 საათზე  პრეზენტაცია  სასტუმრო „რედისონში “გაიმართება. სადაც კომპანიის ხედვა და მისი სამომავლო გეგმები იქნება წარმოდგენილი, კომპანიის პრეზენტაცია  ფართო საზოგადოებისთვის იქნება  წარდგენილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მერიის, საკრებულოს, ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ცნობისათვის, კომპანია ,,ტენტორიუმი“მსოფლიო ბრენდია და მისი სერვის-ცენტრები მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ტენტორიუმი ფუტკრის უნიკალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: ჯანმრთელობის, ენერგიისა და სილამაზის ხაზით. “ტენტორიუმის” პროდუქციამ თავისი უნიკალურობით და ნატურალობით დიდი ნდობა მოიპოვა  ქართველ მომხმარებელში.