ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ბლოგერების დაჯილდოება

2014 წლის 5 აპრილს სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “ პერიტუს გრუპის” ორგანიზებით, პიარ დღეების ფარგლებში ბლოგერების კონკურსის დაჯილდოება  კომპლექს "კრუიზში" გაიმართა. გამარჯვებული პოსტები პიარ ესპერტებისაგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.  პერიტუსის ბლოგერების კონკურსის მიზანი პიარის სფეროს პოპულარიზაცია და პიარის სფეროთი დაინტერესებული ბლოგერების სტიმულირება იყო.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და კომპანია”ჯეოსელის”  საჩუქრები გადაეცათ.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი: შალვა ჭონიშვილი, მეორე ადგილი: გიორგი ხუციშვილი, მესამე ადგილი: თათა მორჩილაძე,

“პერიტუს გრუპი” სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. “პერიტუს გრუპი”  მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს. სააგენტოს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის - peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება.   გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.