ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

პიარ დღეები 2014

2014 წლის 4-6 აპრილს თბილისში „პიარ დღეები 2014“ გაიმართა.  პროექტი პროფესიული გაერთიანება პიარ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა და ის სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა პიარ აქტივობებით იყო დატვირთული.

პიარ დღეები 2014, 4 აპრილს, ონლაინ კონფერენციით გაიხსნა, რომლის სტუმარი მეთ გონრინგი იყო, მას  (Matthew Gonring) 35 წლიანი სტაჟი აქვს პიარისა და კომუნიკაციის სფეროში.  სტუმარმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. 

5 აპრილს, „პიარ დღეები 2014-ის“ ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა კომპლექს „კრუიზში“ გადაინაცვლა, სადაც პიარ/კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსები სპიკერების როლში წარსდგნენ და პიარში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაციები გამართეს პრაქტიკოსი პიარ მენეჯერების წინაშე.

ასევე - პერიტუსის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში მოხდა საუკეთესო  „პიარ თემის“ ავტორის გამოვლენა და დაჯილდოება. ღონისძიების პარალელურად პიარ ლიტერატურის და განათლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

„პიარ დღეები 2014-ის“ დასასრულს პიარ კლუბის 2 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სადაც არაოფიციალურ გარემოში, პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებიც გათამაშდა.

პროექტის მიზანია პიარ სფეროს პოპულარიცაზია - ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების ერთ სივრცეში გაერთიანება, გამოცდილების გაზიარება, სიახლეების ურთიერთგაცვლა, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და  მათი მოგვარების გზების ძიება. პროექტი „პიარ დღეები“ 2006 წლიდან იღებს სათავეს და გარკვეული წვლილი მიუძღვის სფეროს განვითარებასა და წინსვლაში.