ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

პერიტუსის ბლოგერების კონკურსის დაჯილდოება

პერიტუსის ბლოგერების კონკურსის დაჯილდოება

2014 წლის 5 აპრილს 18:00 საათზე სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”–ს ორგანიზებით  ბლოგერების კონკურსის დაჯილდოება სასტურმო კრუიზში (მის: ბელიაშვილის ქ.N 75) გაიმართება. დაჯილდოება "პიარ დღეების" ფარგლებში ჩატარდება.

პერიტუსის ბლოგერების კონკურსის მიზანი პიარის სფეროს პოპულარიზაცია და პიარის სფეროთი დაინტერესებული ბლოგერების სტიმულირებაა.

გამარჯვებულ პოსტები პიარ ესპერტებისაგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.  პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს "პერიტუს გრუპი" სერთიფიკატებს და ფულად პრიზებს გადასცემს.

"პერიტუს გრუპი" სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. "პერიტუს გრუპი" მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს. სააგენტოს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის - peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება.   გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.

PERITUS.GE, ქართველ  სპეციალისტებთან  ერთად,  ავტორიტეტულ  უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. სპეციალისტები ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს უმზადებენ და კონსულტაციებს უწევენ მათ.