ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

გენდერული თანასწორობის ჯილდო 2014

გენდერული თანასწორობის ჯილდო 2014

7 მარტს, 19:00  საათზე, სასტუმროში ქორთიარდ მერიოტი გენდერული თანასწორობის ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.

საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან ბიზნეს კომპანიების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

გენდერული თანასწორობის ჯილდო 2014 გაიცემა ოთხ კატეგორიაში:

  1. უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისათვის
  2. ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე
  3. ჯილდო საუკეთესო და ინოვაციური გენდერული პოლიტიკისთვის ორგანიზაციის შიგნით
  4. ჯილდო - საუკეთესო მეწარმე ქალი

კონკურსში მონაწილეობენ ქართული და უცხოური კომპანიები, რომლებიც ორ წელიწადზე მეტ ხანს მუშაობენ საქართველოს ბაზარზე, დასაქმებული ჰყავთ ორმოცდაათ თანამშრომელზე მეტი და რომელთა წლიური ბრუნვა აღმატება 100 000 ლარს. ეს კრიტერიუმები არ ეხება ნომინაციას „საუკეთესო მეწარმე ქალი“.

ნომინაციაში „გენდერული ბალანსისათვის აღმასრულებელ დონეზე“ასევე მიიღეს მონაწილეობა სამინისტროებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. 

გენდერული თანასწორობის ჯილდო 2014 ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებშიშვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო:  551 988999, maka.gvritishvili@undp.org