ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

გენდერული თანასწორობის კვირეული 2014

გენდერული თანასწორობის კვირეული 2014

გენდერული თანასწორობის კვირეული 2014, რომელიც ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს. კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების, გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები გაიმართება 4-14 მარტს თბილისსა და რეგიონებში.  

ქალთა საერთაშორისო დღისადმი განკუთვნილ მიმართვაში, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა თქვა: “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა განვითარების  საფუძველია. ძალისხმევა თანასწორობის მისაღწევად  ეკუთვნის ყველას, ვინც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე. დღეს ჩვენ ავღნიშნავთ  საქართველოს მიღწევებს გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ამავდროულად ყურადღებას ვაქცევთ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების იმ საკითხებსაც, რომელნიც დამატებით ყურადღებას საჭიროებენ“. 

გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს  წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.

 

თარიღი/დრო

ღონისძიება

ადგილი

ორგანიზაცია

4 მარტი

17:00

აქცია – გენდერული სტერეოტიპების დაშლა (paint bombing )

რიყე პარკი, თბილისი

UNDP

5 მარტი

11:00

ანგარიშის წარდგენა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი

ქორთიარდ მერიოტი, თბილისი

UNDP

6 მარტი

12:00

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი

 

UNDP /  საქართველოს პარლამენტი

7მარტი

11:00

 

ახალგაზრდული კონფერენცია „ქალი და კონფლიქტი“

 

სასტუმრო ამბასადორი, თბილისი

 

გაეროს წარმომადგენლობა

14:00

 

კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2013 წლის კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია 

თბილისი მერიოტი, თბილისი

 

UNFPA

 

17:00

ფოტო გამოფენა – ქალთა აქტივიზმი საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში, 1980-იანი წლები

საჯარო ბიბლიოთეკა, თბილისი

UN Women

19:00

გენდერული თანასწორობის ჯილდო – დასკვნითი ცერემონია

ქორთიარდ მერიოტი, თბილისი

UNDP

8 მარტი

14:00

გამოფენა – ჟურნალისტური ნაშრომები ოჯახური ძალადობის თემაზე

მარჯანიშვილის თატრი, თბილისი

UN Women

14 მარტი

14:00

საჯარო ლექცია – მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ქალები

ზუგდიდი

UN Women / Boell Foundation