ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

„დაანგრიე  გენდერული სტერეოტიპები“

„დაანგრიე გენდერული სტერეოტიპები“

2014 წლის  4 მარტს, 17-დან 20 საათამდე,  გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით რიყის პარკის ამფითეატრში ღონისძიება „დაანგრიე სტერეოტიპები“ გაიმართება. ორგანიზატორები ნებისმიერ ადამიანს დაუთმობენ თავისუფალ ტრიბუნას გენდერული სტერეოტიპების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად. გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პეინტბოლის თოფით  ფერადი საღებავები ესროლონ მათთვის ყველაზე მიუღებელ სტერეოტიპებს, რომელიც განთავსებული იქნება სპეციალურ კედელზე.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც პირველად გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა თბილისის ქუჩებში ტროტუარებზე გაკეთებული სტენსილების სახით.