ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

კონკურსი ბიზნესებს გენდერული თანასწორობისთვის

კონკურსი ბიზნესებს გენდერული თანასწორობისთვის

-გაეროს განვითარების პროგრამა იწვევს საქართველოში მოქმედ ქართულ და უცხოურ კომპანიებს კონკურსში გენდერული თანასწორობის ჯილდოს მისაღებად.

ჯილდოგაიცემაოთხკატეგორიაში:

  1. უმაღლესიჯილდოგენდერულითანასწორობისთვის
  2. ჯილდოგენდერულიბალანსისთვისაღმასრულებელდონეზე
  3. ჯილდო საუკეთესო და ინოვაციური გენდერული პოლიტიკისათვის ორგანიზაციის შიგნით
  4. ჯილდო საუკეთესო მეწარმე ქალი

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღიაა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 50-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც უკვე ორ წელზე მეტია მოქმედებენ ქართულ ბაზარზე  და მათი წლიური ბრუნვა აღემატება 100 000 ლარს. თანამშრომელთა რაოდენობისა და წლიური ბრუნვის შეზღუდვა არ ეხება საუკეთესო მეწარმე ქალის ჯილდოს.

„ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თანაბარ სამუშაო პირობებს უქმნიან ორივე სქესის წარმომადგენლებს ყველა დონეზე,” - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული პროგრამის მენეჯერმა, ქეთი მახარაშვილმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი. სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ინფორმაციაკონკურსის პირობებისა და ჯილდოს კატეგორიების შესახებიხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებ გვერდზე: www.ge.undp.org.

გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში დასახელდებიან გენდერული თანასწორობის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 7 მარტს.

კონკურსიტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.