საინფორმაციო კამპანია გენდერული სტერეოტიპების შესახებ - კახეთი
თელავისა და გურჯაანის ქუჩებში უკვე რამდენიმე დღეა გაჩნდა სტენსილები გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ეს არის გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება, რომელიც 2013 წლის დეკემბერში დაიწყო თბილისში. ტროტუარებზე გაკეთებულ ასეთივე შინაარსის წარწერებს თბილისში დიდი გამოხმაურებამოჰყვა. ზოგი გაბრაზდა, ზოგიც ცდილობდა ამოეცნო, რისი თქმა სურდათ კამპანიის ავტორებს, რომელთა ვინაობას ასევე დიდი ინტერესით ელოდა საზოგადოება.
საინფორმაციო კამპანია ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რომელმაც შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში.ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგების შედარებამ ადრე ჩატარებულ მსგავს კვლევებთან ცხადყო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იზიარებენ მსგავს შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და სტერეოტიპებს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომკაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, ჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე. საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში, კაცს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხულთა 68%.
კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.